logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: მთავარი პროკურორის პოსტი არ შემოუთავაზებიათ!
- +

29 ივნისი. 2018. 01:31

 

 

პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით შემოთავაზება და რაიმე სახის კონსულტაცია არ ჰქონია.

 

„როგორც ხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესებზე გამოვდივარ, როგორც რიგითი პროკურორი. ვხელმძღვანელობ საკმაოდ მნიშვნელოვან დეპარტამენტს, რომელიც ორი დღის წინ საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგა. ამდენად, მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები გამაჩნია. არ ვადასტურებ იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოთავაზება და რაიმე სახის კონსულტაცია მქონია", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

 

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას, პასუხობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner