„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facebook-ზე წერს:
„ქართველთა მარში! ქართველთა მარში თბილისში! ქართველთა მარში! ჩემმა ლაზმა მეგობრებმა (რომელთაც ოფისი აქვთ „პლეხანოვზე") საგულისხმო ინფორმაცია მომაწოდეს. მთელი აღმაშენებლის გამზირი ანუ „პლეხანოვი" ოკუპირებული აქვთ ერაყელებს, სირიელებს, აფრიკელებს, არაბებს, თურქებს. ისინი ეწევიან არასრულწლოვან ქართველ ბავშვთა პროსტიტუციას, ე.წ. ჩილიმ-ბარებში ყიდიან ნარკოტიკებს, კომპოზიტორთა სახლის პირველ სართულზე გახსნილი აქვთ დიდი ბორდელი, სადაც 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან ახალგაზრდა ბიჭებს და უმოწყალოდ სცემენ, მომხდარა რამდენიმე მძიმე დაჭრის ფაქტიც. ეს ყველაფერი იმალება და არ ხმაურდება. გადაწყვეტილი აქვთ, ე.წ.რეზერვაციის მსგავსი უბნის შექმნა, სადაც ქართველს გავლა შეეშინდება. უცხოეთიდან ჩამოსული რელიგიური ფანატიკოსები ეწევიან ანტიქართულ პროპაგანდას, ამტკიცებენ, რომ 3-4 წელიწადში რამდენიმე უბანი მათი გახდება. აქვთ ცეცხლსასროლი იარაღიც და ა.შ. ყველაფერი ხდება ორგანიზებულად, შექმნილი აქვთ ე.წ. საძმოების მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც სრულ კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან. აქვთ ოფისებიც, სადაც იკრიბებიან და გეგმებს სახავენ. ერთმა თურქმა მეგობარმა ისიც მითხრა,- ქართველებს ჭკუა არ გაქვთ? ვერ ხვდებით, ქალაქის ცენტრში ამხელა ტერიტორია ფაქტობრივად ოკუპირებულიაო. კატეგორიულად მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს კომპოზიტორთა სახლიდან და ალაგმოს ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ბარი, კლუბი თუ ოფისი, რომელიც განლაგებულია აღმაშენებლის გამზირზე, ყველა უკანონოდ მყოფ პირს გაუკეთოს მყისიერი დეპორტაცია, ხოლო შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა უკიდურესად გაამკაცრონ საემიგრაციო კანონი აფრიკის და აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. თუ აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდება 1 თვის ფარგლებში, მაშინ ვიტოვებთ უფლებას, ორგანიზება გავუკეთოთ მრავალათასიან „ქართველთა მარშს" და კანონის ფარგლებში, ჩვენი ძალებით ავლაგმოთ ყველა ის უკანონობა, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ცენტრში ხდება", - წერს ბრეგაძე.