ავტორი ანა ფერაძე
მოსწონთ თუ არა თბილისის მოქალაქეებს „სითი პარკის“ მუშაობა? - ამ კთხვით „რეპორტიორმა“ გამოკითხვა ჩაატარა.
ელდარ აქივიშვილი, მძღოლი: მოსაწონი არ არის, კლიენტი რომ გიზის და ვერ აჩერებ მანქანას. მოსაშორებელია „სითი პარკი“.
ნოდარ გიგიტელაშვილი, ინჟინერი: რაც მეზიზღება თბილისში, ეს „სითი პარკია“. არაფერს აკეთებენ და ფული უნდათ. ჯერ საქმე უნდა გააკეთო და მერე ფული უნდა აიღო.
ბესარიონ სარჯველაძე, გეოლოგი: მანქანა არ მყავს, მაგრამ რამდენადაც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, შედარებით უკეთესად მუშაობენ, ვიდრე ადრე.
ირაკლი ხრიკაძე, მძღოლი: ძალიან ცუდად მუშაობენ, აჩერებენ მანქანებს, აჯარიმებენ და მძღოლები ცუდ დღეში არიან, ადგილიც არ არის ქალაქში, რომ მანქანა გააჩერო.
ჯერო ჭელიშვილი, მძღოლი: ყველა უარყოფითად აფასებს, ადგილები არ არის საკმარისი, მარტო შემოხაზო და ფული აიღო, ასე არ შეიძლება.
თემურ ჩხეიძე, პედაგოგი: რა არის მოსაწონი, ის, რომ წაიყვანონ მანქანა, მოიპარონ? არაფერი არ მომწონს.
აკაკი მიქაძე, ეკონომისტი: მცირედი პრობლემებია ამ მხრივ, მაგრამ გამოსწორებადი.
ვალერი ჯავახიშვილი, ინჟინერი: არ მომწონს. ვისაც ცუდად აქვს გაჩერებული მანქანა, იმას არ აჯარიმებენ.
ზურა ჩიტაშვილი, აუდიტორი: „სითი პარკის“ მუშაობას დადებითად შევაფასებ, თუმცა, უფრო მეტი სიმკაცრეა საჭირო. უწესრიგობაა ქალაქში. ვფიქრობ, მეტი კონტროლია საჭირო.
დათო კალატოზიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი: ალბათ, ცოტა სხვანაირად უნდა იყოს ეს ყველაფერი, მარტო დახაზვა საკმარისი არ არის.
აგნე გელაშვილი: „სითი პარკის“ მუშაობა არ არის სწორი, გადახდილია თუ არა, დადიან „სითი პარკის“ თანამშრომლები და ყველას აჯარიმებენ, არც იციან, რა ხდება. „სითი პარკი“ გასაუქმებელია!
გოჩა სვანიშვილი, მძღოლი: არაფერი არ მომწონს, მაგათი გაკეთებული არაფერი მინახავს. ადგილები არ არის. ხალხი უკმაყოფილოა.
ნინო ხეტიშვილი, სტუდენტი: დადებითად ვერ შევაფასებ, გადატვირთულია მოძრაობა, ფეხით მოსიარულეებს არ გვაქვს საშუალება, გავიაროთ. ასე რომ, უკმაყოფილო ვარ.