logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: არ წამოეგოთ Express bank-ის შემოთავაზებას!
- +

6 მაისი. 2016. 17:16


„მეგობრებო, გთხოვთ, გაფრთხილდეთ და არ წამოეგოთ Express bank -ის (იგივე საქართველოს ბანკის") მიერ შემოთავაზებულ წინადადებას 800-ლარიანი კრედიტის დამტკიცების თაობაზე, რასაც ალბათ მრავალი თქვენგანი მიიღებდა მობილურებში შეტყობინების სახით", - ამის შესახებ უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე facebook-ზე წერს.



„საქმე იმაშია, რომ გთავაზობენ 800 ლარს 12 თვის ვადით, თუმცა პირობას გაცნობენ კრედიტის აქტივაციის შემდგომ, როცა უკვე ყველაფერი გვიანია. კერძოდ, თქვენ დგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ - 39 ლარი გატანის საკომისიო გეჭრებათ; 1 წლის მანძილზე ორ კვირაში ერთხელ უნდა იხადოთ 40 ლარი, ანუ თვეში 80 ლარი, რაც არ აკლდება ძირს(!) ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე აბრუნებთ 800 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში გერთვებათ საჯარიმო სანქციები.

12 თვეში მომხმარებელი იხდის 1800 ლარს, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი ძვირდება 125% ით!" - წერს ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner