logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: თავში ხომ უნდა მოგივიდეს ასეთი ცინიზმი!
- +

29 ივნისი. 2018. 13:18

 

 

ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე და თანდართული, დასასჯელების სია! (?!)

 

თავში ხომ უნდა მოგივიდეს ასეთი ცინიზმი!

 

არც ეგ სიაა ახალი, არც თემა, არც „დასავლეთის პროტესტი“ და არც ის სანქციები, წლები გადის და იმ 33 დამნაშავეს რომ ჰპირდება საერთაშორისო თანამეგობრობა და ახლა თავიდან რომ „გაახსენდა“ „ვიღაცას“!

 

როგორი ბედნიერები ხართ, ვინც ფიქრობთ, რომ აგერ, ამ დღეებში მოიცლის ქართული მართლმსაჯულება, გავარდება და დასავლელი პარტნიორების ტ@@@ით ზურგგამაგრებული, ქართველთა გენოციდში და წამებაში მხილებულ ყველა დამნაშავეს ყურით ჩამოათრევს რუსეთიდან!

 

რაც არ უნდა საამოდ ჟღერდეს „ამერიკული თანადგომა“ და „დასავლური განუხრელი მხარდაჭერა“, მაინც ვერ გადაფარავს იმას, რაც ძალიან ცუდია! კერძოდ, როცა ახალგაზრდა პრემიერი თავისი პირველი საჯარო განცხადებით ასე ცდილობს დაგვაბას და დაგვაბოლოს!

 

სარალიძის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სიბინძურე და მიცვალებულის შეურაცხყოფაა (მეც ასე ვთვლი) და ოთხოზორია-ტატუნაშვილის - არა?!

 

ბუნებრივია, ამ საქმის განახლების პოლიტიკური მიზანიც დაგაინტერესებთ!

 

დარწმუნებული ვარ, იმ ჭკუაზე არავინ ხართ, სერიოზული დავა დაიწყოთ, მიღებული დოკუმენტი საქართველოს საზღვრებს მიღმა მყოფი და მცხოვრები მავანის დასჯის საფუძველი გახდებაო! ჰოდა, რაც არასოდეს იმუშავებს, იმ საბუთზე ატეხილი, დღის თემად ქცეული უშველებელი აჟიოტაჟი ისედაც ნაწამები ადამიანების კიდევ ერთი შეურაცხყოფა არ არის?!

 

მიზანი?!

 

მიზანი ისევ შიგნით, ვიღაცების ხელშეუხებლობა!

 

ბიჯოო! ცხრა წლის მანძილზე, 370 ათასი ადამიანის (გენოციდია) პასუხისგებაში მიმცემი, ციხეში 800 ადამიანის მკვლელი, 170 ახალგაზრდის (მათ შორის თუნდაც კრიმინალის) ქუჩაში დამხვრეტი აქვე გვყავს და ქვეყნის გარეთ სამართალს იმათთან ერთად ვეძებთ, ვინაც ქვეყნის შიგნით ჩადენილზე ამათი პასუხისგება „აგვიკრძალა“?!

 

ერთი ნუგეშიღა დაგვრჩა! კახიშვილის პროკურორობა და ის მიხედავს, პრემიერსაც, პარლამენტსაც, ჩვენს „მეგობარ“ თანამეგობრობასაც, ნაცების დასავლელ მფარველებსაც და თავად ამდენი უბედურების ჩამდენ ნაცებსაც!

 

ერთადერთი, რასაც ვერ მოერევა და რასთანაც ვერაფერს გააწყობს, - ჩვენი გულუბრყვილობაა...

 

P.S. ნაცების სასჯელისგან გადარჩენის მძიმე გზაზე ბოლო ბარიერიც გავლილი და დაძლეულია! - წულუკიანი!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner