logo_geo
eng_logo
„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ინვესტირებით, 8 ახალი პროექტი განხორციელდა“
- +

6 მაისი. 2016. 18:09


საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ­მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ინვესტირებით, 8 ახალი პროექტი განხორციელდა.



პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებით, ყოველგვარი კომერციული სარგებლის გარეშე გადასცეს აღნიშნული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორს, რომელიც მოცემული პირობების ფარგლებში შეძლებს აღნიშნული პროექტების განვითარებას.
თაბორის პროექტთან დაკავშირებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამოცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, მავე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰა მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია ფინსერვისის" კუთვნილებაში არსებული 10 ჰა ნაკვეთი, რომელიც თავის დროზე ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner