logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩის მცხოვრები ნელი ზამბახიძე დღეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოჰკითხეს
- +

29 ივნისი. 2018. 16:47

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის მცხოვრები ქალბატონის გამოკითხვას გამოეხმაურა.

 

„პირველ რიგში, ვაფიქსირებ ძალიან გულწრფელად დიდ პატივისცემას ქალბატონი ნელი ზამბახიძის მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება არ ითქვას, ყველაზე რბილად მათ შორის, რომ არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების თუ ინტერვიუს გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.

კომისიას რამდენიმე კითხვის შემდეგ ამ ქალბატონთან არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner