ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის მცხოვრები ქალბატონის გამოკითხვას გამოეხმაურა.
„პირველ რიგში, ვაფიქსირებ ძალიან გულწრფელად დიდ პატივისცემას ქალბატონი ნელი ზამბახიძის მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება არ ითქვას, ყველაზე რბილად მათ შორის, რომ არ შეიძლება ამ ქალბატონის ჩვენების თუ ინტერვიუს გამოყენება საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.
კომისიას რამდენიმე კითხვის შემდეგ ამ ქალბატონთან არანაირი კითხვა აღარ ჰქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.