logo_geo
eng_logo
ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა
- +

29 ივნისი. 2018. 17:10

 

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა.

 

დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამმოძრაობა განაახლა. პირველი რეისი დილის 7:15 საათზე შესრულდა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკისგადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია „GR ბორჯომი - ბაკურიანირამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. დღეს, კუკუშკითბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner