„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა.
„დღეს, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე „კუკუშკამ“ მოძრაობა განაახლა. პირველი რეისი დილის 7:15 საათზე შესრულდა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც „კუკუშკის“ გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია „GR ბორჯომი - ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. დღეს, „კუკუშკით“ ბორჯომიდან ბაკურიანში ქართველებთან ერთად უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს“, - ნათქვამია განცხადებაში.