ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის მასალებს აქვეყნებს ბეჭდვითი და ელექტრონული მედია და, ბუნებრივია, მთელი საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროცესს.
ყველანი დაინტერესებული ვართ ჭეშმარიტების დადგენით, რათა სამართალმა იზეიმოს. ეჭვიც არ მეპარება რომ ეს ასეც მოხდება, მაგრამ...
სამართლიანობის აღდგენის პარალელურად არ უნდა ხდებოდეს პროკურატურის, როგორც სტრუქტურის, დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, პუბლიკაციებს თუ გავაანალიზებთ, ამ ელემენტებს ვხედავ. ყველა მხრიდან.
პროკურატურის ადვოკატატობა პირადად მე არ ვაპირებ. მით უმეტეს, რომ ორ წელია სისტემატურად ვაქვეყნებ მწვავე პერსონალურ კრიტიკას პროკურატურის უკვე ყოფილი თავკაცის ირაკლი შოთაძის (და მისი "საძმოს") მისამართით. და ვერავითარი "დიპლომატურ"-პრაგმატული "ფერება-მიალერსება", გაჟღერებული (ჩემდა გასაკვირად) ყველაზე მაღალი სტატუსის მატარებელი პატივცემული გვამების მხრიდან, ისევე, როგორც ღიმილისმომგვრელი "ლუღლუღი" მის ე.წ. განსაკუთრებულ კომპეტენტურობაზე, ნიჭსა და პატიოსნებაზე (რომლის შედეგიც პარლამენტის წინ მიტინგების სახით ვიხილეთ), თანაც, ამ ლანძღვა-გინების ფონზე თანამდებობიდან მისი გაცილება სამარცხვინო ოვაცია-ტაშით, ვერ შემაცვლევინებს მყარად ჩამოყალიბებულ პირად შეხედულებას იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილ-ფარცხალაძის მეთვალყურეობით და მზრუნველობით საფინანსო პოლიციაში დაფრთიანებული ამ "ვარსკვლავბიჭუნას" დანიშვნა სახელმწიფოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს პოსტზე იყო, ჩემი აზრით, კატასტროფული შეცდომა და საზოგადოებამ არა მარტო უნდა იცოდეს ვინ იყო(იყვნენ) მისი რეკომენტატორები, არამედ მათ უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომელსაც მოჰყვა ხელისუფლების დისკრედიტაციის არნახული გამოვლინება მთავრობის გადადგომის ჩათვლით. არა მგონია ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ ბეწვის ხიდზე გავლისას საფრთხის საშიშროებას სწორედ ექს-პროკურორის უთავო-მოთავეობას უნდა ვუმადლოდეთ. (სხვა მიზეზებზე მოგვიანებით.)
მაგრამ, არსად და არასოდეს ეს ჩემი მოსაზრება არ გამიგივებია ზოგადად და საერთოდ მთელ მთავარ პროკურატურასა და მთელ სისტემაზე. ეჭვიც არ მეპარება, რომ იქ ცოტა როდია მართლა კომპეტენტური, მართლა პრინციპული და მართლა წესიერი მუშაკი, რომელთა მიმართ ახლაც ვადასტურებ პირად პატივისცემას.
მაგრამ, ის (შეურაცხყოფის, მუქარას, უპატივცემულობის აშკარა გამოვლინებები), რაც ამ კომისიის სხდომაზე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის წარმომადგენელთან (და არა მარტო) დაკავშირებით ხდება, ყოველგვარ ზნეობრივ, კანონიერ და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიტიკური "თამაშების" საზღვრებს ცილდება.
განსაკუთრებით ამაზრზენია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მეტისმეტად კომიკური ფიგურის, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ივ.მერაბიშვილის ადვოკატად ცნობილი ოთარ (იგივე, ოთო, ოთოია) კახიძის მხრიდან დაკითხვის ფორმა-ტონალობის სტილი. მისი მხრიდან დაუფარავად სრულდება საჯაროდ გამოთქმული მუქარა-დაპირება მმართველი გუნდისთვის და მასთან გაიგივებული სახელმწიფო სტრუქტურებისთვის "ნიღბის ჩამოხსნის" თაობაზე.
ვიმეორებ: სამართალმა პური უნდა ჭამოს და ყველანი მივესალმებით, თუ დადგენილი იქნება ჭეშმარიტება და დაისჯება ყველა(!!!) დამნაშავე. მაგრამ, ისე არ ვქნათ, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ. თუ მანდამაინც "გადაყოლება" გინდათ, ბარემ გადააყოლეთ... თავად ოთოია კახიძე.
ისე, ვისაც ეხება მათ გირჩევთ შეამოწმოთ, დეპუტატი ოთოია პარლამენტშიც ხომ არ დადის გურული ფირალივით ქამარში გარჭობილი იარაღით და ამით ხომ არ აქვს დიდი გული ამ ... ჭკუით, გონებით, ინტელექტით უმწიფარ და წვერ-ულვაშით-აღნაგობით ნამეტნავად ბუმბერაზ(!) კაცს?
თუ როგორია მისი "სიდიდე", ერთხელ უკვე გავაცანი საზოგადოებას შეკითხვით: "ოთო, შენ დედა თუ გყავს?"https://www.facebook.com/nugzar.popkhadze/posts/1278200868905073).
რაც შეეხება იარაღისადმი კანონის ვითომ პატივისმცემელ დეპუტატის,"რეიტინგული" ადვოკატის, უგანათლებულესი იურისტის, სახელმწიფოებრივად ნამეტნავად მოაზროვნე და მეტისმეტად "ზრდილი" მოქალაქის პათოლოგიურ სიყვარულს, ეს შეიძლება იხილოთ "პალიტრანიუსის" ტელეპუბლიკაციაში (https://www.facebook.com/nugzar.popkhadze/posts/1502293639829127).
მიდი, ოთო, შენ დაუკა!!!!