logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღეს დიდი რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა!
- +

29 ივნისი. 2018. 17:56

 

დღეს დიდი რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა!

 

შარშან ასე მივულოცე:

„ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება...“

რამდენჯერაც წავიკითხავ, იმდენჯერ მეღიმება და... მიხარია!

რეზო გაბრიაძე!

არასოდეს იცვლება. რაც იყო, ის არის, ის დარჩა და მუდამ ისეთი იქნება, როგორიც გავიცანი და დავძმაკაცდი 55 წლის წინ.

წაიკითხეთ რეზოს ერთი მოთხრობა. ღიმილიანი, სევდიანი, ცრემლისმომგვრელი!

მადლობა, რეზო!“

*********************

 

შარშანდელ მილოცვას წელს კიდევ დავამატებ 365 დღის სითბოს და ვიტყვი, მეათასჯერ, ყველას(!!!!!!!) გასაგონად:

 

რეზო გაბრიაძე ქართული კულტურის სახეა.

 

მერე რა, თუ კულტურის სამინისტრო თავის მინისტრიანად არ გვეყოლება. კულტურა მაინც იქნება, უმინისტროდ და უსამინისტროოდაც, მანამდე, ვიდრე საქართველოში იარსებებენ

რეზო გაბრიაძეები,

რობიკო სტურუები,

ელდარ შენგელაიები,

თემო ჩხეიძეები,

ვახტანგ დავითაიები,

თემო გოცაძეები და მარინა ჯანაშიები,

კახი კავსაძეები,

„პიკო“ ნიჟარაძეები და... (უკაცრავად, ნამეტანი გრძელი სია გამომდის)

 

ყოველი მათგანი თავად არის სულ ცოტა ერთი „სამინისტრო“ და, ბარე, ათი (თუ თერთმეტი) მინისტრი ერთად აღებული...

 

ჰოდა...

 

ჩემო რეზო! დავესეხები განუმეორებელ ლადო ასათიანს და საჯაროდ, მთელი ჩვენი დიდი, ცოცხლად დარჩენილი  საძმოს სახელით გეტყვი: ...და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა შენ გაჩნდი ამ ქვეყანაზე!

 

 

 

 

 

http://artinfo.ge/2016/08/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner