„ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აშკარად მიღებული აქვთ დავალება ბელადისგან, იუზრდელონ, ითავხედონ და მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია", - ამის შესახებ დათო მაღრაძემ „კვირის პალიტრას" განუცხადა.
„2012 წელს არჩევნების გზით შეიცვალა რეჟიმი, რომლის მსგავსიც, როგორც წესი, კატასტროფულად ასრულებს არსებობას. ჩვენთან ასე რომ არ მოხდა, ეს ქართველი ხალხის მაღალ სამოქალაქო კულტურასა და ჰუმანურობაზე მეტყველებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიმკა ის, რაც დათესა, ოღონდ ეს ჩვენს ხალხს ახალ უბედურებად არ უნდა ექცეს. ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ნება და უზრუნველყოს სტრაბილურობა ქვეყანაში.
იმხელა იყო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულის მასშტაბი, რომ ადეკვატური პასუხი ვერ გაეცა. სასაცილოა „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მხარდამჭერების ვიშვიში ქვეყნის ბედზე, თითქოს შვეიცარია გადააბარეს „ქართულ ოცნებას" და ამათ საქართველოდ აქციეს. სასაყვედურო შეიძლება ბევრი აქვს „ქართულ ოცნებას", მაგრამ არა მათგან", - ამბობს მაღრაძე.