logo_geo
eng_logo
სირიის სამხრეთში სამთავრობო ძალებმა და ამბოხებულებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს
- +

30 ივნისი. 2018. 00:21

 

სირიის სამხრეთში სამთავრობო ძალებმა და ამბოხებულებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას ამის შესახებ იორდანიის მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს. საბრძოლო მოქმედებების გამო, რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე იყო შექმნილი.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სირიის სამხრეთით ვითარება კვლავ რთულია, რადგან სირიის სამთავრობო არმია და რუსეთის ავიაცია ტერიტორიას ისევ ბომბავენ.

 

დერაას პროვინციაში სირიის არმიის წარმატებულ სამხედრო ოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლაც“.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner