logo_geo
eng_logo
Forbes-მა „პლეხანოვი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ უბნად დაასახელა
- +

30 ივნისი. 2018. 03:02

 

„2018 წელს შეიძლება საქართველოს წელი ვუწოდოთ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ადგილად იქცა”, – წერს ჟურნალი Forbes-ის ჟურნალისტი. მისი თქმით, „პლეხანოვი“ ბარსელონის, ამსტერდამისა და ათენის უბნებთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველია.

 

„ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციულად მკვიდრი თბილისელები ცხოვრობენ და რომელიც ცნობილია ძველმოდური სახლებითა და სადარბაზოებით. ეს უბანი უფრო მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც ამ უბნის მთავარი გამზირის, აღმაშენებლის რესტავრაცია დასრულდა და ძველი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე კი ჰოსტელი, კაფეები, ბარები და მაღაზიები გახსნეს. აქ ახალგაზრდა კრეატიული ადამიანები და ტურისტები იკრიბებიან და ღამით ცოცხალ მუსიკას უსმენენ” - წერს Forbes-ი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner