logo_geo
eng_logo
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაიღუპა 100-მდე ადამიანი
- +

30 ივნისი. 2018. 13:24

 

 

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შემთხვევას 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

 

სპეცოპერაციისას მაშველებმა მხოლოდ 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ინციდენტი ევროკავშირში მიგრანტების თემაზე კომპრომისული შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე საათში მოხდა.

 

პარალელურად ლიბიის სანაპირო დაცვამ ქვეყანაში მიგრანტების კიდევ ერთი გემი დააბრუნა უკან. ბორტზე 345 ადამიანი იყო.

 

ბრიუსელში გუშინ დასრულდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, სადაც ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საზღვრების კონტროლი გაძლიერდება. პარალელურად თურქეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი.

 

ევროკავშირში მიგრაციის გამო შექმნილი პრობლემისთვის არაერთხელ გააკრიტიკეს გერმანიის კანცლერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner