ჩინეთის პროვინცია ხუნანში ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ის სატვირთოს შეეჯახა. უცნობია ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი.
დაშავებულები საავადმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას.