თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გამო ანკარა საკუთარი ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს.
„ევროკავშირმა ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა გვთხოვა. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, თქვენ კი - თქვენი", - განაცხადა ერდოღანმა.
4 მაისს კი, ევროკომისიამ მოუწოდა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს, დააწესონ თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი, თუ ანკარა ივნისის ბოლომდე ვიზა-ლიბერალიზაციისთვის აუცილებელ 5 პირობას შეასრულებს, მათ შორის, შეცვლის ანტიტერორისტულ კანონმდებლობას.