logo_geo
eng_logo
რეჯეპ თაიპ ერდოღანი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გამო ანკარა საკუთარი ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს
- +

6 მაისი. 2016. 18:45


თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გამო ანკარა საკუთარი ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს.


 

ევროკავშირმა ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა გვთხოვა. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, თქვენ კი - თქვენი", - განაცხადა ერდოღანმა.



4 მაისს კი, ევროკომისიამ მოუწოდა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს, დააწესონ თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი, თუ ანკარა ივნისის ბოლომდე ვიზა-ლიბერალიზაციისთვის აუცილებელ 5 პირობას შეასრულებს, მათ შორის, შეცვლის ანტიტერორისტულ კანონმდებლობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner