გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
„ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკაში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია და დიდი ბრიტანეთი განაგრძობენ ურთიერთობებს, როგორც პარტნიორები.
„ეს ეხება ურთიერთქმედებებს NATO-ს ფარგლებში, ჩვენს საერთო პოზიციას ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებაზე და რუსეთთან მიმართებაში სასანქციო პოლიტიკას. გარდა ამისა, ლონდონთან თანამშრომლობა აუცილებელია ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დიდ ცვლილებებს გამოიწვევს ევროკავშირში და საჭიროა ევროკავშირის გაძლიერება.