logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება
- +

30 ივნისი. 2018. 15:02

 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

„ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკაში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია და დიდი ბრიტანეთი განაგრძობენ ურთიერთობებს, როგორც პარტნიორები.

 

„ეს ეხება ურთიერთქმედებებს NATO-ს ფარგლებში, ჩვენს საერთო პოზიციას ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებაზე და რუსეთთან მიმართებაში სასანქციო პოლიტიკას. გარდა ამისა, ლონდონთან თანამშრომლობა აუცილებელია ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დიდ ცვლილებებს გამოიწვევს ევროკავშირში და საჭიროა ევროკავშირის გაძლიერება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner