logo_geo
eng_logo
შსს-მ შპს „ალბატროსის“ შენობაში ჩხრეკა ჩაატარა
- +

30 ივნისი. 2018. 15:04

 

 

შპს „ალბატროსის“ შენობის სხვენში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა.

 

„მისი განცხადებით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ შპს „ალბატროსის“ შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახება. გლდანის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტის მომართვიდან, რამდენიმე საათში გადაუდებელი აუცილებლობით, დასახელებულ კომპანიაში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს შსს-ში.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner