ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ,,ცხელი ხაზი".
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია და ხელისუფლების და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ევროკავშირის მისიასთან ერთად, შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ დაკავებულის ადგილსამყოფელის დასაზუსტებლად და დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.