ქართველმა ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ კობლიაშვილმა (85) და იაკობ ქაჯაიამ ( 130) 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოივეს.
რობერტ კობლიაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ლიტველი ლაიმუტის ადომაიტისს 4-1, ბრაზილიელ ბრანდაო სანტიაგოს 8-0, ხოლო ნახევარფინალში ყაზახი დანიალ გაჯიევი 2-1 დაამარცხა.
იაკობ ქაჯაიამ კი პირველი ორი მეტოქე ტუნისელი ჩები და ბერძენი კოუტსიოუმპასი ერთნაირი ანგარიშით - 8:0 გაანადგურა. რაც შეეხება ნახევარფინალს მან უნგრელ მიჰალი დიკ ბარდოშს შანსი არ დაუტოვა და 2:11 წუთში 9:0 დაამარცხა.
სადღეისოდ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს 32 ლიცენზია აქვს მოპოვებული:
ძიუდო - 7
თავისუფალი ჭიდაობა - 6
ძალოსნობა - 4
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 5
მშვილდოსნობა - 3
ტყვიით სროლა - 2 (დედა შვილი ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი. ნინოსთვის ეს მე-8 ოლიმპიადაა)
მხატვრული ტანვარჯიში - 1
მძლეოსნობა - 1
ბატუტზე ხტომა - 1
ფარიკაობა - 1
ცურვა - 1