logo_geo
eng_logo
ირაკლი ნოზაძე: ცდილობენ, ჩირქი მომცხონ...
- +

30 ივნისი. 2018. 20:37

 

 

„ცდილობენ, რომ ჩირქი მომცხონ“, - ასე უპასუხა მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ „პალიტრანიუსის“ კითხვას მოხდა თუ არა დაპირისპირება ნარკოტიკული ნივთიერებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ნარკოტიკს მის დაჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

„ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია იმიტომ გაავრცელა, რომ ან სიტუაციის შემობრუნებას ცდილობენ ან ჩირქის მოცხობას აქეთ მხარეს, რადგან არალოგიკურია 250 ლარის გამო მიხვიდე და კაცი სასიკვდილოდ გაიმეტო. ზოგადად, არც ნარკოტიკული საშუალების გამო არის ეგ ლოგიკური, მაგრამ უნდათ, რომ ჩირქი მომცხონ. გულწრფელად ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა. მოგონილია იმისთვის, რომ ჩემს რეპუტაციას, ჩემს შვილებს, ჩემს ჯგუფსა და საქმიანობას ჩირქი მოცხონ და ხელი შეუშალონ. ექსპერტიზაც ჩატარდა, ჩხრეკაც ჩატარდა, მსგავსი რაღაც ახლოსაც არ არის ამ თემასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა მივმართო საზოგადოებას, ნუ აყვებით რაღაც გამოგონილ, შეთითხნილ ჭორებს. გამოძიებას ვაცადოთ ყველაფერი. დამკითხეს, ჩვენება დეტალურად მივეცი“, - განაცხადა ნოზაძემ.

 

მისი თქმით, ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით კითხვა გამომძიებლებსაც ჰქონდათ.

 

„კითხვა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ამომწურავი პასუხი გავეცი და მათაც დავუდასტურე, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა და არც იქნებოდა. გასაგებია, რომ ანგელოზის ცხოვრებით არ მიცხოვრია, მაგრამ მსგავსი პრობლემა ჩემთან წლების წინ იყო და წლების წინვე დამთავრდა. მას შემდგომ მე არანაირი პრობლემა აღარ მქონია და ასე გავაგრძელებ. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად დამიდგეთ გვერდით. საკმარისია, რომ ერთხელ გაისვაროს ადამიანი მსგავსი ჩირქით და მისი ჩამოშორება უკვე ძალიან რთულია“, - განაცხადა ნოზაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს.

ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner