„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ე.წ. მესაზღვრეების მიერ სოფელ ჭვრინისში მცხოვრები არასრულწლოვნის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„მოზარდის დაკავებაზე ჩემი ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული. მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა ჩვენი პარტნიორი. მსგავსი შემთხვევების დროს არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ეს გეგმა უკვე ამოქმედებულია“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.