logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: შესაძლოა, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია შეიცვალოს
- +

30 ივნისი. 2018. 21:16

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება ინტენსიურად აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, სია საბოლოო არაა და შესაძლოა, შეიცვალოს.

 

„ეს სია სრულად პასუხობს იმ კრიტერიუმებს, რომელიც წარმოდგენილი იყო მთავრობის მხრიდან. ეს სია არაა დახურული. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სპეკულაციები, რომ სიაში არიან გარდაცვლილი ადამიანები, რაზეც არსებობს პასუხი, - სანამ დოკუმენტალურად არ დადასტურდება, ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან თუ ცოცხლები, სისხლის სამართლის საქმე ვერ შეწყდება.

 

სია არაა საბოლოო. შესაძლოა, ის შემცირდეს, ან გაფართოვდეს. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ მოსალოდნელ განწყობაზეც ისაუბრა, რასაც ის ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან ელის.

 

„ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც პირდაპირაა მინიშნება, რომ მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა შემოიღონ შემზღუდავი ზომები დამნაშავე ადამიანებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მყარი არგუმენტების გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციებს დააწესებენ“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner