logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, არ შეყოვნდეს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ბავშვის გათავისუფლება
- +

30 ივნისი. 2018. 23:10

 

 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა რუსი სამხედროების მიერ დაკავებული, სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დროულად გათავისუფლდეს.

 

როგორც მინისტრმა „პირველ არხს“ განუცხადა, მთავარი მოთხოვნაა, შაბათ-კვირის გამო არ შეყოვნდეს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ბავშვის გათავისუფლება.

 

„ვესაუბრე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას და ისინი არიან ხაზზე, რათა ბავშვი დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული.

 

ნებისმიერი ასეთი ქმედება არის უკანონო, მით უმეტეს, როდესაც აკავებენ არასრულწლოვანს. ჩვენი მოთხოვნაა, იმ ე.წ. მიზეზით თუ საბაბით, რომ არის შაბათ-კვირა და ე.წ. პროცედურებს ვერ გამართავენ, ეს არ გახდეს იმის მიზეზი, რომ შეყოვნდეს ბავშვის გათავისუფლება.

 

კიდევ იქნება გააქტიურებული ცოტა ხანში ცხელი ხაზი, რათა დაკავებული მალე გათავისუფლდეს. საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია ჩართული. როგორც გითხარით, მეც მქონდა საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა არასრულწლოვანი იყოს გათავისუფლებული დროულად“, – განუცხადა „პირველ არხს“ ქეთევან ციხელაშვილმა.

 

რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დღეს დააკავეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner