პირველად, საქართველოში მერაბ ბერძენიშვილის ინიციატივითა და კულტურის საერთაშორისო ცენტრის „მუზა„ ( მისამართი: ვაკე, კუსტბის ასახვევი#1) ორგანიზებით 2016 წლის 9-15 მაისს საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში„ გაიმართება.
სიმპოზიუმის მიზანს წარმოადგენს, ქართველი და უცხოელი ხელოვანებისა და მოქანდაკეების ერთ სივრცეში ინტეგრირება და თანამედროვე ქანდაკების აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების განხილვა, ახალი ტექნილოგიებისა და მიმართულებების დანერგვა. სიმპოზიუმი წარმართული იქნება საერთაშაორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. გაიმართება „ვორქშოპები„. პრეზენტაციების წარდგენა. მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები სხვადასახვა ქვეყნიდან: იტალია, ესპანეთი/მარბეა, თურქეთი, ირანი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, იტალია, საფრანგეთი, ფინეთი... ღონისძიება გაიმართება მერაბ ბერძენიშვლის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა„, რომელიც მოიცავს ხუთ დღეს.
საერთაშორისო მოქანდაკეთა სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში„. ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურული ღონისძიებათა ცენტრის ხელშეწყობითა და თანადგომით.
საერთაშორისო მოქანდაკეთა სიმპოზიუმი გაიხსნება ქართველი ხელოვანებისა და მოქანდაკეების გამოფენით, რომელიც გაიმართება მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა„.
სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ მომზადდება ხელოვნების საერთაშორისო არტ კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ღონისძიების მიმდინარეობა, ვიზუალური მასალა, სტატიები, პრეზენტაციების რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ხელოვნების სფეროში მოღვაწეებისათვის.
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს კულტურის სამინისტროს წარამომადგენელები, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მერი, ხელოვანები: მხატვრები, ექსპერტები, მოქანდაკეები; დიპოლომატიური კორპუსი.