გომბორის უღელტეხილზე კახეთისკენ მიმავალი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და სამაშველო ბრიგადები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.