logo_geo
eng_logo
იანოშ ჰერმანი: ევროკავშირთან დაახლოება მოსახლეობის სურვილია!
- +

6 მაისი. 2016. 22:12


შეხედეთ ამ ქვეყანას, მთელი პოლიტიკური სპექტრი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირთან დაახლოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


კითხვაზე,  შეუძლია თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას" შეუქმნას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, იანოშ ჰერმანმა განაცხადა - მას აქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ვიზალიბერალიზაციას მიღებას ემხრობა.


მე ვიცი ჩემი პირადი კონტაქტებიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან", ჩვენ გვქონდა მათთან კონტაქტები და ვისაუბრეთ ზოგად ურთიერთობებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. მათი მხრიდან არის მკაფიო განცხადებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ემხრობა სავიზო ლიბერალიზაციას არჩევნებამდე, მე მაქვს ასეთი ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობიდან". ეს არის არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" გზავნილი, ეს არის კონსენსუსი მთელ პოლიტიკურ სპექტრში საქართველოში,  საქართველოს პარლამენტში და არა მარტო პარლამენტში, არამედ არასაპარლამენტო პარტიებს შორისაც. ისინიც მხარს უჭერენ სავიზო ლიბერალიზაციას საწყის ეტაპზე.  აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ იყოს ასეთი თანხმობა", - განაცხადა იანოს ჰერმანმა.


მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი იწვევს კონსენსუს პოლიტიკურ პარტიებს შორის.


ევროკავშირი დემოკრატიაა, ევროკავშირში 28 სახელმწიფო შედის, ყველას თავისი ინსტიტუტები აქვს. არის ევროპარლამენტი, სადაც 700-ზე მეტი წევრია და,  რა თქმა უნდა,  იქ არის გარკვეული დებატები ამ საკითხზე.  ამ დებატებზე სხვადასხვა მოსაზრებები გავლენას ახდენს, თუმაც ევროპარლამენტის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ საკუთარი მრწამსის შესაბამისად. კონსენსუსი ქართულ პარტიებს შორის ამ საკითხზე არის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, მნიშვნელოვანი გზავნილი. შეიძლება ითქვას - შეხედეთ ამ ქვეყანას, მთელი პოლიტიკური სპექტრი, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირთან დაახლოებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვენლოვანია საქართველოსთვისაც, ეს არის მყარი საფუძველი ჩვენი თანამშრომლობისთვის. ეს არის საქართველოს მოსახლეობის სურვილი და პარტიები უბრალოდ გამოხატავენ  ამ სურვილს", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner