„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, ხოლო პარტიის წევრები საზოგადოებას ილუზიაში ამყოფებენ, რომ თითქოს პარტია ძლიერდება.
„დიდიხანია ვამბობ: „ნაციონალური მოძრაობა" იშლება.
ვაშაძის წასვლა რღვევის პროცესს უფრო დააჩქარებს. NDI- ისა და IRI-ის ე.წ. კვლევების რეალური მიზანიც თვალსაჩინო ხდება: ნაცმოძრაობის რიგით წევრებს, რომლებსაც პარტიის დატოვება მასობრივად სურთ, შეუქმნან ილუზია, თითქოს პარტია ცოცხლობს. არადა, მკვდარია. ამასობაში კი, NDI-ისა და IRI- ის ე.წ. კვლევა აბნევს ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ფიქრობს: თუ 4%- ი აქვთ, ე.ი. მხარდაჭერა აკლიათ, რაც ტყუილია. ჩვენი მხარდაჭერის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნაცმოძრაობის.
არავითარი „მეორე" და „მთავარი" ნაცმოძრაობა არ არის. ამ სტატუსს მას ხელოვნურად უნარჩუნებს "ქართული ოცნება", რომელსაც 2016 წლის არჩევნებისთვის სასიცოცხლოდ აწყობს მთავარი ოპონენტის როლში სწორედ უკიდურესად დისკრედიტებული პოლიტიკური ჯგუფის დატოვება."- აღნიშნავს ინაშვილი.