logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე!
- +

1 ივლისი. 2018. 22:01

 

„ყველა ვყოფილვართ ახალგაზრდა და ხშირ შემთხვევაში, ამ ასაკში, მშობლებმა რასაც მათი შვილი სჩადის არ იციან. რასაც ახლა მე ვიტყვი, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი იყო, მაგრამ მან რომ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, ეს ჩემთვის უტყუარია“, - ამის შესახებ კავკასიოლოგმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა. ბოლო დღეებში გავრცელებული საგამოძიებო მასალები არეშიძეს უმყარებს ეჭვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს კონკრეტული პირები ენდობოდნენ და მას დავალებების შემსრულებლადაც განიხილავდნენ.

 

„რატომ არ დაურეკეს მალხაზ? ანუ მალხაზი ასაკითაც, გავლენითაც, გვარის წარმომავლობითაც ბევრად უფრო წონიანი იყო, ვიდრე თემირლანი, ე.ი. რაღაცაში იყო საქმე. ეს რაღაცა, მხოლოდ შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის ერთი რამის მანიშნებელია, რომ გარკვეულ ნდობას იწვევდა მავანში, ეს მავანი ვინაა მე არ ვიცი. თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე. შეიძლება გარკვეულ ეტაპზე არ სცოდნოდა, რომ  მაინც და მაინც ჩატაევთან აქვს საქმე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის ჩატაევის აქ ყოფნის ამბავი ცნობილი იყო და ისიც, რომ იმ სახლში ჩატაევი ცხოვრობდა“, - განაცხადა არეშიძემ. 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner