სამგორისა და გლდანის გამგებლებმა მამუკა ჩოქურმა და ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია 2030.news-ს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
ამასთან, როგორც მერიაში განაცხადეს, ჯერ ცნობილი არ არის, სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე.
მათ შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.