logo_geo
eng_logo
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- +

2 ივლისი. 2018. 02:51

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია თავად პოლიტიკოსმა გერმანულ მედიასთან დაადასტურა. მიზეზი მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური კრიზისია.

 

გერმანიის მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო კოალიცია უკვე რამდენიმე კვირაა განხეთქილების ზღვარზეა. ჰორსტ ზეეჰოფერის „ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა“ ანგელა მერკელის „ქრისტიანულ-დემოკრატიულ“ პარტიასთან ფორმირებული კოალიციიდან გასვლით რამდენიმე კვირის წინ დაიმუქრა.

 

მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების გამო მხარეები უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებენ შეთანხმებას. 28-29 ივნისს გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ ანგელა მერკელსა და ჰორსტ ზეეჰოფერს შორის შეხვედრა გაიმართა. თუმცა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კანცლერთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner