„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეხება საქართველოს მოქალაქეს, ვისაც აქვს ქართული ბიომეტრიული პასპორტი," - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.
როგორც ელჩმა განაცხადა, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, თუ სად იმყოფება იგი.
„უვიზო მიმოსვლა შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს ქართული ბიომეტრული პასპორტი. აქედან გამომდინარე, მნიშვნლეობა არ აქვს კონკრეტულად სად იქნება ეს მოქალაქე, სად ცხოვრობს ეს მოქალაქე. ეს არ არის გადამწყვეტი. მთავარია, მას ჰქონდეს ბიომეტრიული პასპორტი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ერთობლივი პროცესით არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციაზე, არამედ ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა აპექტების მეშვეობით, შევძლებთ, ხელი შევუწყოთ, შევქმნათ საფუძვლები იმისთვის, რომ გადაიჭრას ეს კრიზისი. მე ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ასე ახლოს ვმუშაობთ საქართველოსთან, ნაბიჯებს ვდგამთ, განვავითაროთ საქართველოს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, რომ საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს, ხდება სათანადო განცალკევება სახელისუფლო შტოების, საქართველოში არის ახალი დონე დემოკრატიის, ყველაფერი ეს იქონიებს დადებით ზეგავლენას ამ პროცესებზე", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საერთაშორისო პოზიცია მკაფიოა, ის აღიარებს საქართველოს ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„მოგეხსნებათ, ჩვენ უზვრუნველყოფთ დახმარებას საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე, ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას ამ რეგიონების მიმართ და ჩვენ გვყავს ერთი-ერთი ყველაზე დიდი მონიტორინგის მისია საქართველოში. ჩვენი მოტინტორინგის მისიებიდან ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც სწორედ ადმინისტარციულ საზღვარზე პატრულირებს. ევროკავშირის პოლიტიკა არის თანმიმდევრული პოლიტიკა, ეს პოლიტიკა ხელს უწყობს არაღიარებას, მაგრამ ამავე დროს რეგიონების ჩართულობას", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.