logo_geo
eng_logo
შსს-მ ხაშურის რაიონში, დაგუბებულ წყალში ორი მოზარდის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- +

2 ივლისი. 2018. 11:36

 

 

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში ორი 12 წლის მოზარდის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, მოზარდების ცხედრები დღეს აღმოაჩინეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება სამსახურში მოქალაქის მიერ შევიდა, რომელმაც საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner