logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: კუპრავას გამოკითხვა დამატებითი ინფორმაციის მომცემი ჩვენთვის ვერ იქნება
- +

2 ივლისი. 2018. 12:45

 

 

„არსებობს  დიდი  ეჭვი,  რომ  დამატებითი  ინფორმაციის  მომცემი კუპრავას  გამოკითხვა ჩვენთვის  ვერ  იქნება. ამიტომ  მიზანშეწონილია,  გადავიდეთ  უშუალო  მოწმეებისა  და  მონაწილე  პირების  გამოკითხვაზე და  ამის შესაბამისად  ვიმსჯელოთ  იმაზე  რა  სახის  მიმართვა  თუ  რეკომენდაცია   შეიძლება გაიცეს”, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კიმისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, კომისიის მთავარი მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა.

 

„ჩვენი  მთავარი მიზანია, დადგინდეს ამ საქმეში რეალური სურათი და ჭეშმარიტება. ეს  ჩვენ უნდა დავადგინოთ, პირველ რიგში, იმ უშუალო მონაწილე პირთა მეშვეობით, ვინც  ჩვენ უნდა გამოვკითხოთ. ჩვენ გამოვკითხეთ შინაგან  საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენელი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოგვიკითხავს  ის უშუალო გამომძიებელი და  ხელმძღვანელი, ვინც საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა. ეს მოხდება დღეს.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაშინ, როცა ჩვენ არ გვყავს ჯერ უშუალო თვითმხილველები  და უშუალო მონაწილეები გამოკითხული, არ უნდა ვიჩქაროთ  არანაირი რეკომენდაციის  გაცემა. რადგან  ეს არ დაემსგავსოს რაიმე უპასუხისმგებლო  გადაწყვეტილებას. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავცვალოთ დღეს არგუმენტები, გავუზიაროთ ერთმანეთს პოზიციები და მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის მისაღები იქნება, შეჯერებული პოზიცია ჰქონდეს კომისიას. შაბათს ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ, რომ კუპრავას გამოკითხვა ჩვენთვის მიზანშეწონილი არ იყო, მითუმეტეს ამ  ეტაპზე. თუმცა  განვაცხადეთ, რომ ეს  რომ არ გახდეს პოლიტიკური არენა და სხვა ფორმა არ მიეცეს, ჩვენ  მოვისმინეთ მათი  ეს  პოზიცია.  მაგრამ იქვე ცალსახად დავაფიქსირეთ,  რომ  ჩვენ  ამ  პოზიციას არ ვემხრობოდით”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner