logo_geo
eng_logo
ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა
- +

6 მაისი. 2016. 23:17


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილისტრირებული ბიბლიოგრაფიის (1712-2015 წ.წ.) მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.


გამოცემა „სეზანის" საგამომცემლო ჯგუფის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა.


გამოცემაში არის „ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა სრული ბიბლიოგრაფია, რომელშიც შეტანილია „ვეფხისტყაოსნის" ყველა გამოცემის აღწერილობა. გამოცემას ილუსტრაციებად დართული აქვს გამოცემათა სატიტულე და ყდის ფოტოები, საძიებლებით. მითითებულია ტირაჟი და მისი ნაირსახეობები, პატარა ისტორიებით. წიგნში შეტანილია ისეთი გამოცემებიც, რომელთა ტირაჟი 50-ზე ნაკლებია. კატალოგი მაღაზიაში არ გაიყიდება, იგი სულ 300 ცალი დაიბეჭდა მერიის ხელშეწყობით.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner