„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე მიკრო-პარტიად დაიშლება.
„ნაციონალური მოძრაობა" კი არ იშლება, არამედ ბევრ ნაწილკებად მრავლდება. არჩევნების წინ იქნება ნაცმოძრაობა 1, ნაცმოძრაობა 2, ნაცმოძრაობა 3, ნაცმოძრაობა 4. ოღონდ სხვა სახელწოდებებით გირჩი, ციყვი და ასე შემდეგ.
ამით საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა შექმნან ის სურათი, რომ ოცნება მარტოა, ხოლო ყველა პარტია მასთან დაპირისპირებაშია. ის ლანძვა გინება კი რომელიც თან ახლავს ნაც ოჯახიდან მათი პირმშოების გასვლას ეს არის დადგმული სპეკტაკლი."- წერს მჟავანაძე.