logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის ირაკლი ნადარეიშვილი და შალვა თადუმაძეც არიან
- +

2 ივლისი. 2018. 17:11

 

მთავარი პროკურორობისთვის 15 კანდიდატი იბრძვის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე. ასევე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში წარდგენილნი არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი და გიორგი შაშიაშვილი.

 

შალვა თადუმაძის კანდიდატურა ნინო გოგნიაშვილთან და ედიშერ ფუტკარაძესთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) წარადგინა, ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ერთობლივად წარუდგინეს თბილისის ღია უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და „განათლების აკადემიამ“, შალვა შავგულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“. საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს იწურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner