ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე, სოფელ ჭვრინისში დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დღეს გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.