ლებრონ ჯეიმსი მომავალი სეზონიდან ლოს ანჯელეს ლეიკერსში ითამაშებს. ჯეიმსმა 35,6 მილიონ დოლარზე უარი თქვა და კლივლენდში დარჩენა არ ისურვა. ის პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი გახდა. ჯეიმსის დამატების მსურველთა სიაში სამი ფავორიტი იყო გამოკვეთილი: ლოს ანჯელეს ლეიკერსი, ჰიუსტონ როკეტსი და ფილადელფია სიქსერსი.
კლივლენდ კავალიერსის ყოფილმა კალათბურთელმა ლეიკერსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯეიმსი 4-წლის განმავლობაში 154 მილიონ დოლარს მიიღებს.
ლებრონისთვის ლეიკერსი მესამე გუნდი იქნება, რომელშიც ითამაშებს. 16-წლიანი კარიერის განმავლობაში, ის კლივლენდ კავალიერსისა და მაიამი ჰიტის ღირსებას იცავდა. 2012 და 2013 წლებში მან ორჯერ მოიგო NBA-ს ტიტული მაიამისთან ერთად. 2014 წელს კლივლენდში დაბრუნდა და 2 წლის შემდეგ კავალიერსთან ერთად მესამედ დაეუფლა NBA-ს ტიტულს.
წყარო: popsport.com