logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი „რუსთავი 2“-ზე: არავის არაფერს ვაბრალებ... დანარჩენი თქვენთვის მომინდია...
- +

6 მაისი. 2016. 23:12


ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუთავი 2"-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის შესახებ წერს:


რუსთავი2" 24 საათიან რეჟიმში სულ რომ იტყუება ეს აღარავის გვიკვირს.

გუშინ 21:00 საათიან კურიერს ვუყურე, თემა იყო ახალი მშენებლობა მწვანე კონცხზე. ნახავდით ალბათ სიუჟეტს... ასევე ჩაწერეს სტუდენტები (2 სტუდენტი) ალბათ ინტუიცია მაქვს კარგი რომ მომინდა გადამოწმება, დღეს ჩავუჯექი და სულ რამდენიმე წუთში აღმოვაჩინე, რომ ვახტანგ გალუჩავა სულაც არ ყოფილა გალუჩავა და მისი გვარია გარუჩავა.

 რუსთავი2"- მა ერთი ასო შეცვალა, იფიქრეს ვაი თუ დაინტერესდა ვინმე, არ მოიძიონ და არ აღმოაჩინონ, რომ ვინმე გალუჩავა/გარუჩავას ფბზე გამოჭიმული აქვს ფოტო გიგი უგულავასთან ერთად.

 

არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ ფოტომ მიიქცია ყურადღება და აქედან გამომდინარე ვფიქრობ ობიექტურიც ვერ იქნებოდა ეს ახალგაზრდა...

დანარჩენი თქვენთვის მომინდია..."- წერს მენაბდიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner