logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: საგამოძიებო კომისიაში მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა
- +

3 ივლისი. 2018. 14:16

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებზე კომენტარი გააკეთა.

 

„მე, როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიის მხრიდან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე როდესაც, მნიშვნელოვანი მოწმეების, რომლებსაც უშუალოდ აქვთ საქმესთან შემხებლობა, გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში, შესაბამისად ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს ნაადრევია. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა, სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას, თუმცა როგორც ჩანს, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი  მტკიცებულებები, იმისთვის რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აღნიშნული საკითხი ეხლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner