logo_geo
eng_logo
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის
- +

3 ივლისი. 2018. 14:25

 

 

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. აღნიშულ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

მათი განმარტებით, 2018 წლის იანვრიდან საქართველოში დაახლოებით, 3000-ზე მეტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დარეგისტრირდა, მათგან ტექნიკურ ინსპექტირებას კი ისინი ვეღარ გაივლიან, რომლებმაც ამ პერიოდში ავტომობილის საჭე გადაიტანეს.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1 ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner