logo_geo
eng_logo
„და ყველაზე სამარცხვინო...“ - მირიან ყარაულაშვილი უსუფაშვილის ინტერვიუს აფასებს
- +

23 თებერვალი. 2016. 18:40


„ობიექტივის"  ერთ-ერთი  დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

იხილეთ ვიდეო: უსუფაშვილი და კომპარტია



... ამ პატარა ნაწყვეტში რამდენი ტყუილი და უზუსტობაა!!!

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ისევე, როგორც სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, არანაირი სავალდებულო სამხედრო სამსახური არ არსებობდა, მით უმეტეს ორწლიანი!

 

არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ ორთვიანი საზაფხულო შეკრება, .. სბორები" უკვე სწავლის სრული (ხუთწლიანი) კურსის დამთავრების შემდეგ, რის შემდეგაც კურსდამთავრებულს ენიჭებოდა ლეიტენანტის წოდება...

 

ამის შემდეგ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შერჩეული ერთი ან ორი კაცი მთელი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებიდან შეიძლება გაეწვიათ ორწლიან სამსახურში, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მეთაურად!!!

 

როგორც უსუფაშვილი ამბობს - პირველი კურსის შემდეგ გაიწვიეს რიგით ჯარისკაცად ორწლიან ჯარში!

 

ეს შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ ორ შემთხვევაში:

 

- ან პირველი კურსიდან მოხდა მისი გარიცხვა უნივერსიტეტიდან სხვადასხვა ( ლექცია-სემინარების გაცდენა, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აკადემიური ჩამორჩენა- ანუ სასემესტრო გამოცდების ვერ ჩაბარება) მიზეზის გამო;

 

- ან რომელიმე სახელმწიფო სპეციალური დანიშნულების სამსახურმა მიავლინა სპეციალური მომზადების მისაღებად, მით უმეტეს, თვითონვე ამბობს, რომ მსახურობდა ჯერ მოსკოვთან, ხოლო შემდეგ კიევთან ახლოს... ამ ტერიტორიებზე კი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს არც .. სტროიბატში" გზავნიდნენ და არც სატანკო-საზენიტოში...

 

თვითონ ამოირჩიოს - რომელი მიზეზიც უნდა...

 

და ყველაზე სამარცხვინო:

 

- როგორც თვითონვე ამბობს, სკკპ წევრობა დატოვა 1990 წლის გაზაფხულზე(!!!) , ანუ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მთელი ერთი წლის შემდეგ!!!

 

.. შედარებისთვის - მე, კომკავშირის რაიკომის ყოფილმა პირველმა მდივანმა, იმ დროს უკვე სახალხო კონტროლის თელავის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარემ სკკპ რიგები დავტოვე 1989 წლის 12 აპრილს..." - წერს მირიან ყარაულაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner