„ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაგიზიაროთ."- ოპერის მომღერალი, იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი ნინო სურგულაძე საზოგადოებას სიურპრიზს უწყობს.
სურგულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისს 15 ივნისს ლეგენდარული სოფი ლორენი ეწვევა.
„ფონდ „ნატვრის ხის" 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, შეუერთდება მსოფლიო კინო-ლეგენდა მსახიობი სოფი ლორენი, როგორც საპატიო სტუმარი. მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.
ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი მხარი დაუჭიროთ "ნატვრის ხეს" და ჩვენთან ერთად იბრძოლოთ პატარების სიცოცხლის გადასარჩენათ, მოგვმართეთ:
ტელ: +995591503503
Email:ninosurguladzeofficial@gmail.com"