logo_geo
eng_logo
გამომძიებელი ადასტურებს, რომ გ.მ-ს მიმართ მიყენებული დაზიანებების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა
- +

3 ივლისი. 2018. 18:37

 

 

 

„იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა იმ პირის იდენტიფიცირება და თუ გვექნებოდა დასაბუთებული ვარაუდი რომ გ.მ-ს დაზიანება მიყენებული იყო კონკრეტული პირის მიერ, რა თქმა უნდა, მას წარედგინებოდა ბრალდება და მერე ცალკე წარმოებად წარიმართებოდა საქმე, თუმცა ამ შემთხვევაში გამოძიებამ გამოჰკითხა ყველა პირი“, -  განაცხადა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ.

 

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობდა გ.მ.-ს ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზიანებასთან დაკავშირებით.

 

„ვინაიდან ამავე საქმეში ასევე დანაშაულის დაფარვისთვის არის რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიცემული, როდესაც კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტული მუხლით, ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ვიმუშაოთ სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით. ექსპერტიზები არის პირადად ჩემი დანიშნული, ასევე, როგორც გითხარით, მე სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ვიყავი შესული  არასრულწლოვან გ.ბ-თან“, - განაცხადა ირაკლი ფიფიამ.

 

გამომძიებელი ადასტურებს, რომ ამ ადამიანის მიმართ მიყენებული დაზიანებების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და აცხადებს, რომ ეს საქმეშიც ჩანს.

 

შეკითხვაზე - იდენტიფიცირება ან რაიმე მტკიცებულების მოპოვება ვის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს დაზიანება მიყენებული ,ასეთი მტკიცებულება მოპოვებული ვერ იქნა?  ირაკლი ფიფია აცხადებს - „არის კონკრეტულ პირზე რაღაც ეჭვები, მაგრამ ეჭვებზე გამომძიებლები, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ, და ეჭვი არ არის სტანდარტი იმისთვის, რომ პირი მიეცეს პასუხისგებაში. ამისთვის არის დასაბუთებული ვარაუდი საჭირო“.

 

კომისიის წევრის ეკა ბესელიას შეკითხვებს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემაც უპასუხა.

 

„ის მოწმე, რომელიც ჩვენი ვარაუდით და დადასტურებულად საქმეში დგინდება კიდეც, რომ იმყოფებოდა იქ, ასევე ის მეზობლები, რომლებიც გამოკითხული იყვნენ, იმ მომენტში იმყოფებოდნენ სახლში, მათმა ძალიან დიდმა უმრავლესობამ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და არ მოგვაწოდა ის რეალური ინფორმაცია, რაც შეიძლება მოეწოდებინათ. ჩვენს მიერ იმ კონკრეტულ საქმეზე, რაც შეეხება ხორავას ეპიზოდს, ყველა შესაძლო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები იქნა გატარებული. შემჭიდროებული ვადა გვქონდა, რაც ყველაზე მეტად იყო ხელისშემშლელი, იმიტომ რომ უამრავი საგამოძიებო მოქმედება იყო ჩატარებული და გარკვეულწილად განაპირობა, რომ ვადები შეგვიზღუდა, თორემ საჭირო და შესაძლებელი ყველა ღონისძიება ვიხმარეთ, რომ მიგვეღო მაქსიმალური ინფორმაცია“, - განაცხადა ბედოიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner