logo_geo
eng_logo
ირაკლი ფიფია: ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას, იყო გ.ბ., რომელიც დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა
- +

3 ივლისი. 2018. 19:08

 

 

„ერთადერთი, ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას, იყო გ.ბ., რომელიც დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა“, - ამის შესახებ გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 

„გ.ბ-მ, მას შემდეგ, რაც მას წაეყენა ბრალდება, მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში, უარი განაცხადა ყველანაირ თანამშრომლობაზე, პირადად მე ვარ ნამყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მისი გამოკითხვის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, ასევე დარწმუნებული ვარ, გაცნობილი ხართ საქმეს და დევს შესაბამისი ოქმები, იგი უარს აცხადებს როგორც გამოკითხვაზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე.

 

როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პირი, რომელიც გ.მ- ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაწვდიდა ინფორმაციას, ეს იყო გ.ბ., რომლისგანაც ვერანაირი დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

 

დაინიშნა საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა, აღნიშნულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი სახის შეკითხვები, რა საგნით შეიძლება ყოფილიყო მიყენებული ეს დაზიანებები და ასევე საქმეზე ამოღებული ორი ნივთმტკიცება. დანა გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებას, რათა მომხდარიყო ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებასთან შედარება. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა ივნისის თვეში, აღნიშნული დასკვნით არ გამოირიცხება, რომ აღნიშნული ჭრილობა შეიძლება მიყენებული იყოს წარმოდგენილი ორივე დანით, ან მსგავსი კონსტრუქციისა და ნიშან-თვისებების მქონე საგნით.

 

ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ ვართ გამომძიებლები და არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებით, ვსაუბრობთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებიდან მიღებული ინფორმაციით, შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს ვერ დავადასტურებთ, სანამ ამის საშუალებას არ მოგვცემს კონკრეტული მტკიცებულებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავის მეგობრებს დაეჭრათ, მაგრამ სანამ არ გამოირიცხება ეს ვარაუდი, აღნიშნულთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, მიღებულია ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა მწარმოებელ ორგანოს“, - განაცხადა გამომძიებელმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner